ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია “ბადაგონის” ხელმძღვანელობის ბრალდებას დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება

კომპანია “ბადაგონის” ხელმძღვანელობის ბრალდებას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება, რომელმაც განმარტა, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები აბსურდული და არასერიოზულია. მისი თქმით, ახლანდელმა მთავრობამ  ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ბიზნესს თავისუფლება მისცა.

“ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება. რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული და მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. რაც ეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს.

ჩვენ ვართ მთავრობა რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება უკვე დისკრიმინაციის მცდელობას და შანტაჟს მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ესეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლას კომპანია “ბადაგონის” ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში დაადანაშაულა და პრემიერმინისტრს საკითხის გარკვევას სთხოვა.

შპს „ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო. პრემიერის დავალებით, კომპანია “ბადაგონის” საქმეს ბიზნესომბუდსმენი გააკონტროლებს.

იტვირთბა....