ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროტოპრესვიტერი: წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწლის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ძალადობენ.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით,  სიმართლეში გარკვევა მარტივია. მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას.

“სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში. მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადილებლური ეკლესიიგან აქვს დაკისრებული, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

სასულიერო აკადემიის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ აკადემიაში მათზე როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

იტვირთბა....