სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა, გასულ კვირას პატრიარქს წერილით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა გაასაჯაროვეს ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მამა შალვა კეკელია აჯანყებულ სტუდენტებთან საუბრისას პირდაპირ ასახელებს ბუნტის უკან მდგარ სინოდის ერთ-ერთ წევრს, მღვდელმთავარ იოანე გამრეკელს.
როგორც ირკვევა, 14-პუნქტიან წერილზე პატრიარქის პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა.
რაც შეეხება პროტოპრესვიტერის პოზიციას, იგი კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფაქტს.
წყარო: “შაბათის კურიერი”