ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მალტის სანაპიროსთან სატვირთო გემი მეჩეჩზე შეჯდა

მალტის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედეგად სატვირთო გემი მეჩეჩზე შეჯდა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, ზღვის ნაპირამდე მიღწევა ეკიპაჟის ყველა წევრმა უსაფრთხოდ შეძლო, თუმცა მეტეოროლოგების თქმით, გადაუღებელი წვიმა და ძლიერი ქარი მალტაზე მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სტიქიას კუნძულზე რუმინეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. მათ მანქანას წაქცეული ხე დაეცა.

იტვირთბა....