საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, კომპანია “ბადაგონთან” დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ისაუბრეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმ დოკუმენტების ნუსხა დააკონკრეტა რომელიც, კომპანიის ოფისიდან ამოიღეს.
“ბადაგონის” პრეზიდენტი თემურ უბილავა კომპანიის 100%იანი წილის მფლობელს გიორგი სალაყაიას მიმართავს, რომ ქარხნის მუშაობა არ შეაჩეროს. უბილავა ასევე აღნიშნავს, რომ სალაყაიას კომპანიაში ფინანსური საკითხების მოწესრიგების შემდეგ, წილები უნდა დაებრუნებინა, თუმცა ის ასე არ მოიქცა.
“პირობა იყო ასეთი, რომ ფინანსური საკითხების დალაგების შემდეგ წილები უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა 2017 წლის დასაწყისში მან გამოგვიცხადა რომ ბადაგონის ასივე პროცენტს მხოლოდ თავად ფლობდა”, – აცხადებს თემურ უბილავა.
ცნობისთვის, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო.