ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი: “საუბარი შეუძლია, ძირითადად შვილს კითხულობს”

დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გუგეშაშვილს დღეს და ხვალ რეანიმაციაში დატოვებენ. მას საუბარი შეუძლია თუმცა პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ.

“დღეს და სავარაუდოდ ხვალაც, აპირებენ რეანიმაციაში დატოვებას. გონზე არის, მაგრამ არ უნდათ, რომ გააგებინონ შვილის ამბავი. არ გვაქვს ინფორმაცია, როდის მოხდება დაკითხვა. საუბარი შეუძლია, ძირითადად შვილს კითხულობს”, – განაცხადა მუხიგულმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

იტვირთბა....