ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აქციას მართავენ

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და მათთვის ბინების გადაცემას ითხოვენ.

ოცნების ქალაქის მაცხოვრებლები ხელისუფლებას პასუხის მისაღებად პირველ მარტამდე აძლევენ დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლთან აქციებით იმუქრებიან.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოჯახები თვითნებურად დასახლდნენ. ამ დროისთვის ე.წ. ოცნების ქალაქში 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს.

იტვირთბა....