ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელის ჩრდილოეთში ისრაელის გამანაგდურებელი F-16 ჩამოაგდეს. კონრიუსი ამბობს, რომ ისრაელის სუვერენიტეტის მკაცრ დარღვევაზე ირანია პასუხისმგებელი.
„ისრაელის თავდაცვის არმიამ შეტევა სირიაში ირანის საკონტროლო პუნქტზე მიიტანა, საიდანაც ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდა უპილოტო საფრენი აპარატი. შედეგად, ჩამოვარდა ერთი F16 ისრაელში, პილოტები უსაფრთხოდ არიან. ისრაელის სუვერენიტეტის მკაცრ დარღვევაზე ირანია პასუხისმგებელი“, – განაცხადა კონკრიკუსმა.