Reuters-ის ინფორმაციით, ლიბიის ქალაქ ბენგაზიში პარასკევს, მეჩეთში ლოცვის დროს მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 75 კი მძიმედ დაშავდა.
როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, 2 ბომბი მობილური ტელეფონების საშუალებით დისტანციურად ააფეთქეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.