ვარკეთილში ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილია ერთი პირი. საქმე 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის) მუხლებითაა აღძრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განგვიცხადეს შსს-ში.