ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეკა ბესელია: “მუხტარლის განცხადება სიცრუეა”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებად და სიცრუედ აფასებს.

„პრემიერმინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება თუ ბრალდება ცილისმწამებლურია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ყველა პირი დაკითხულია, ვისაც თეორიულადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა. ამ საკითხზე შუალედური ინფორმაცია გასაჯაროვებული იყო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ. ასეთი ბრალდება ცილისწამება და სიცრუეა. არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის წინასწარი შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მის განცხადებას პოლიტიკური შინაარსი რომ ჰქონდეს, ეს ნამდვილად სარწმუნოა და ალბათ, განცხადება უფრო ამით არის განპირობებული, რადგან პრემიერის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სიცრუეა”, – განაცხადა ბესელიამ.

თბილისიდან გაუჩინარებულმა და აზერბაიჯანში დაკავებულმა ჟურნალისტმა, აფგან მუხტარლიმ გატაცებაში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ დაადანაშაულა.

იტვირთბა....