ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული დასკვნა ოფიციალურს არ ემთხვევა

თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატების მიერ დანიშნული ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა მთავარი საგამოძიებო უწყების ექსპერტიზის შედეგისგან განსხვავებულია.

როგორც ცნობილია, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

„დაცვის მხარე აპირებს ახალი მტკიცებულების წარდგენას. სამედიცინო-ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია. განსხვავებულია ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისგან არსობრივად განსხვავებული პასუხია”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....