ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

უკრაინის გენერალურ პროკურორს სურს რომ სააკაშვილმა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს

 

უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი უკრაინაში მოიხადოს. ამის შესახებ პროკურორმა  ტელეკომპანია TCH-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მინდა ქართულ საპატიმროში მისი გაშვება“ – განაცხადა იური ლუცენკომ.

გენერალური პროლურორის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვერ მიიღებს პოლიტიკურ თავშესაფარს, ექსტრადიციის გარდა რჩება ორი გზა – ნებაყოფლობით გაემგზავროს რომელიმე, არჩეულ ქვეყანაში, მაგალითად, ნიდერლანდში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს და მეორე – ნებაყოფლობითი, ან იძულებითი დეპორტაცია მის მიერ შერჩეულ ქვეყანაში, ან პოლონეთში, საიდანაც არალეგალურად შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმის, მისი ექტრადირებისთვის უკრაინის ხელისუფლება ემზადება, თუმცა საქართველოს ეს არ სურს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 5 დეკემბერს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო საუბრობდნენ. მოგვიანებით, ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მან გადაუხადა სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით ქუჩის აქციების ორგანიზებისთვის 500 000 დოლარი.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილი  გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

იტვირთბა....