რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე კვირაში იგეგმება. ვლადიმერ პუტინმა თავისი შემოსავლების შესახებ ფინანსური დოკუმენტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ 2011-2016 წლებში პუტინმა 38.5 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 664.895.000 დოლარია. რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 112.000 დოლარია.
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს 13 საბანკო ანგარიში აქვს, რომელზეც 13.8 მილიონი რუბლია. ასევე მის მფლობელობაშია 78 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი სანქტ-პეტერბურგში და მანქანათმწარმოებელი კომპანიები “ნივა” და “ვოლგა”.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი, რომელშიც 8 დარეგისტრირებული კანდიდატია ჩამოთვლილი.