ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში 18 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ახლობლები მოითხოვენ ხატია თვაურის ოჯახის ექიმის ნახვას და მისი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.
ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს. დაზიანება მიიღო საავადმყოფოს დაცვის წევრმაც.
კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ხატია თვაურმა 5 თვის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.