„ბადაგონის“ თანამშრომლებმა და კომპანიის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ადვოკატის განცხადებით, წილების გადანაწილებაზე დავას სამოქალაქო სამართალი არეგულირებს და არა ფინანსური პოლიცია.
“ფინანსური პოლიცია ურცხვად ტყუის, როცა ამბობს, რომ კომპანიაში საწარმო პროცესი არ ჩავარდნილა. “ბადაგონის” მიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან”,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ადვოკატი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, რომ ბოდიში მოუხადოს კომპანიას და აქ დასაქმებულ ადამიანებს – “ვანდალური შემოვარდნის და შექმნილი ვითარების გამო”.
შეგახსენებთ, რომ ღვინოს კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.