დოდო გუგეშაშვილის ვაჟი, ბიძის სახლში, სვანეთი უბანში გადაასვენეს.
მისი მეგობრის განცხადებით ის არ გამორიცხავს, რომ ნოდარ გუგეშაშვილს რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონოდა ახალგაზრდა მამაკაცთან, თუმცა გახდა თუ არა ეს თავდასხმის მიზეზი უცნობია.
დოდო გუგეშაშვილის მეგობრი კი ამბობს, რომ იარაღი მათ სახლში არ ყოფილა.
„გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, იმ ვერსიებზე რაზეც საუბრობენ, მეც მედიასივრციდან გავიგე. არ მგონია, რომ ეს იყოს ძველი დაპირისპირება, აქ აფხაზები ვერ ჩამოვიდოდნენ, რომ ვიღაცას შური ეძია.“
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი ვაჟი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.