თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკა “ლანცეტის” დირექტორს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მოსამართლე მაია ქოქოშვილმა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ეპიზოდში ფარმან ჯეირანლი გაამართლა. თუმცა, კლინიკის დირექტორი ერთ ეპიზოდში გამტყუნდა და ამის გამო, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.