ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველად საქართველოში: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი საკუთარი პროფესიით დასაქმდა

“საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” ერთ ერთი დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილი საკუთარი პროფესიით დასაქმდა.
ის სკოლის დასრულების შემდეგ ბართენდერის პროფესიას ეუფლებოდა.

გიგო პირველია ვინც მიიღო პროფესიული განათლება, გაიარა სტაჟირება სხვადასხვა კომპანიებში და დასაქმდა საკუთარი პროფესიით. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია” ავრცელებს.

გიგო შიუკაშვილი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi (Adjara) გუნდის წევრი გახდა.

იტვირთბა....