FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. თასი „კოკა-კოლას“ ორგანიზებით საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ფიფას და „კოკა -კოლას“ წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს. „კოკა-კოლა“ და FIFA იწვევენ გულშემატკივრებს საკუთარი თვალით იხილონ თასი, რომლითაც FIFA გამარჯვებულ ქვეყანას აჯილდოვებს.
FIFA- ს მსოფლიო თასის ტური „კოკა-კოლამ“ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თასსის ჩამოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში პრესკონფერენცია დაიწყება, რის შემდეგაც თასი „თბილისი მოლის“ შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლში“ დღეს, 13:00 საათიდან 18 :00 სთ-მდე ექნებათ.