ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური თსუ-ში: „აუდიტორია 115“-ის წევრები დარბაზში შესვლას ითხოვენ

„აუდიტორია 115“-ის წევრები იმ დარბაზში შესვლას ითხოვენ, სადაც თსუ-ს საიუბილეო ღონისძიება მიმდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ იმ დარბაზში შესვლას ვერ ახერხებენ. “აუდიტორია 115”-ის წევრებმა დარბაზში შესვლაში დახმარება პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს სთხოვეს.

“უნივერსიტეტის საიტზე მითითებული იყო იმ ღონისძიებათა სია, რომელიც არის გახსნილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. ბევრი სტუდენტი ჩამოვიდა სპეციალურად რეგიონიდან, რომ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას, გაურკვეველი მიზეზით არ გვიშვებენ უნივერსიტეტში. გვეუბნებიან, თითქოს სტუდენტები შეირჩა აკადემიური მოსწრების მიხედვით, თუ ასეა კი ბატონო, მაშინ ვითხოვთ მარტივ რაღაცას, შეგვიმოწმონ ჩვენც აკადემიური მოსწრება და თუ ვერ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, არ შეგვიშვან”, – განაცხადა “აუდიტორია 115”-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

იტვირთბა....