ახალი ამბები მთავარი სამართალი

საოჯახო პირობებში სანელებლების დამზადება და ამ პროდუქციით ვაჭრობა აიკრძალება

მთავრობის დადგენილებით, საოჯახო პირობებში სანელებლების დამზადება და ამ პროდუქციით ვაჭრობა ორი წლით აიკრძალება. გადაწყვეტილების მიზეზი, საკვებ პროდუქტში მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის ლაბორატორიული დადასტურებაა.

ბაზრებში სუნელების გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ მარცვალს მომხმარებლის თანდასწრებით დაფქვავენ.

ცნობისთვის, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საოჯახო პირობებში დამზადებულ სანელებლებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა.

იტვირთბა....