შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, რომ გზავნილით “არა ჩადებას” სამინისტრომ დააფიქსირა პოზიცია, თუ როგორ და რა პრინციპებით ვაპირებთ მუშაობას.
“შს სამინისტრო უერთდება აქციას “არა ჩადებას“. ამით ძალიან ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ პირველ რიგში, არა ჩადებას! მეორე, ჩადება არის შეურაცხყოფა ჩვენი პროფესიონალიზმის, ღირსების, კეთილსინდისიერების და იმ პრინციპების, რომლითაც მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ. ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და არ ვაპირებთ ამ მეთოდით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.