ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგამოძიებო სამსახური: გამოძიება ბადაგონის მუშაობას ხელს არ უშლის

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ,კომპანია “ბადაგონის” საქმესთან დაკავშირებით, გაკეთებულ დამატებით განმარტებაში ნათქვამია, რომ კომპანია წარმოების პროცესს შეუფერხებლად განაგრძობს, რადგან საგამოძიებო ღონისძიებები შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისში მიმდინარეობს და არა უშუალოდ საწარმოებში.

“ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, კომპანია “ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო.

იტვირთბა....