ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზი მამალაძე: “100 ზე მეტი მოწმიდან არ არის არცერთი ვინც ჩემს დანაშაულს დაადასტურებს”

“მეტრონომი” სასამართლოდან:

“100 ზე მეტი მოწმიდან არ არის არცერთი ვინც ჩემს დანაშაულს დაადასტურებს. თვით მთავარი მოწმე ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის რომ მე ვინმეს მოკვლას ვაპირებდი”- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქმე 11-ტომიანი მაკულატურაა. ”ბრალდებამ გენეტიკური ექსპერტიზა და დაქტილოსკოპიური არ ჩაატარა ციანიდის კონტეინერზე, რადგან მასზე ამოვიდოდა არა ჩემი, არამედ გამომძიებელთა კვლები”, – განაცხადა დეკანოზმა გიირგი მამალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აეროპორტის ადმინისტრაციამ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არ მისცა მის ადვოკატებს ვიდეო ჩანაწერების ამოღების საშუალება. დეკანოზის თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....