“ბადაგონის” ხელმძღვანელები კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ.
ამასთან დაკავშირებით, კოპმპანიის ხელძღვანელობამ და უფლებადამცველმა საგანგებო ფრიფინგი გამართეს. მათი თქმით, როცა კომპანია გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო, მათ დაიწყეს ბრძოლა გარკვეული მეთოდებით. “ბადაგონის” ხელმძღვანელობა კონკრეტულ ვარებსაც ასახელებს.
“როდესაც „ბადაგონი“ გახდა ლიდერი კომპანია ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ პირველ ადგილზე. როდესაც კომპანია გახდა ისევ საინტერესო გარკვეული პირებისთვის მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. ეს არის პირადად რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავა ძებნილი ამ ქვეყნის მიერ აფიორებზე, აფერისტობებზე, რომელსაც უნდა, რომ, ვითომ, მასზე არ მოხდა გადაფორმება. მისგან არ მოხდა გადაფორმება. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან. ეს არ მოხდება,“- განაცხადა კომპანია ”ბადაგონის” დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.
კომპანიის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ იბრძოლებს ყველანაირი სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით.
„ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ ადამიანის, ვინც შემოვარდა, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ვაპირებთ ბრძოლას ყველანაირი სამართლებრივი მეთოდებით. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო აი იმ უბედური პოლიციელების, პროკურორობის მეშვეობით არის განადგურებული,“- აღნიშნა ხატიაშვილმა.
ცნობისთვის, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო.