“მეტრონომი” სასამართლოდან
ცოტა ხნის წინ ე.წ. ციანიდის სხდომა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დატოვა. მისი თქმით, დარბაზში პროკურორების რეპლიკის შემდეგ დაბრუნდება, როცა მისი დასკვნითი სიტყვის თქმის დრო დადგება.
დეკანოზმა არ ისურვა პროკურორების მოსმენა. დღეს, სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმე დასრულდება. რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.
ავტორი: ნინი ცხადაია