უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება კიდევ ორმა კანდიდატმა, მერაბ ლომიძემ და ლეილა მამულაშვილმა მოითხოვა.
მერაბ ლომიძე განმარტავს, რომ აცილების მიზეზი დოლიძს მიერ 6 თებერვალს გაკეთებული განცხადებაა სადაც მან უარყოფითად შეაფასა წინა წლებში დანიშნული მოსამართლეები. ასევე ლომიძის თქმით, ანა დოლიძე, მისი განცხადებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ობიექტური.
“მოვითხოვე ანა დოლიძის აცილება,რადგან ანა დოლიძემ 6 თებერვალს საკამაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა წინა წლებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ. ასეთი ტერმინებით მოსამართლეების მოხსენიება ჩემთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მიგვაჩნია,რომ ანა დოლიძე ცდილლობს სასამართლო სისტემაში შემოიტანოს პოლიტიკური მოტივები. ჩვენთვის, ცხადია, ეს მიუღებელია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე მიმაჩნდა, რომ დოლიძე ვერ იქნებოდა ობიექტური ჩვენს მიმართ, ვინაიდან მან ასეთი მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება დაანონსა”,- განაცხადა ლომიძემ.
ჯერჯერობით ლეილა მამულაშვილს, ანა დოლიძის აცილების მიზეზთან დაავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, უვადო მოსამართლეობის მსურველი 51 კანდიდატიდან დოლიძის აცილება ოთხმა კანდატმა მოითხოვა.