ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა როგავა დრანდის ციხიდან 6 თვის შემდეგ გათავისუფლდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან დღეს გათავისუფლდა – ამ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი არჩილ და პაატა როგავები დეფაქტო აფხაზეთის სასამართლომ გასული წლის 1 აგვისტოს გაასამართლა. მამას, არჩილ როგავას – 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგავების გათავისუფლების საკითხი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე სისტემატურად განიხილებოდა..

იტვირთბა....