იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს, გენდერის კუთხით კარგი სიტუაციაა.
“პირველი სტატისტიკური მონაცემები გასაუბრებებიდან: კარგი სტატისტიკა გვაქვს გენდერთან მიმართებაში. უვადოდ დანიშვნაზე მოგვმართა 26-მა ქალმა და 25-მა მამაკაცმა. უარყოფითი ტენდენცია საჯაროობასთან მიმართებაში: 8 კანდიდატიდან გასაუბრების დახურვა მოითხოვა 4მა მოსამართლემ”, – წერს “ფეისბუქში” ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.