“სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით,” – ამის შესახებ ზუგდიდში, ერთ-ერთი გარემოვაჭრე მარინა ფარულავა აცხადებს.
ეს განცხადება გარემოვაჭრეებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მათსა და გუბერნატორის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მოვაჭრეები 24-საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, ქალაქში გარევაჭრობა აღარ იქნება. მისივე განცხადებით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა, ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ.