საქართელოს სასულიერო სემინარიაში დაპირისპირება გამწვავდა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დეკანატის წარმომადგენლებს ფიზიკურ და მორალურ დაპირისპირებაში, დიპლომების უკანონო გაცემასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
კურსდამთავრებულებმა საქართველოს პატრიარქსა და სინოდს წერილით მიმართეს, სადაც 23 სტუდენტის პირადი საქმე და ხელმოწერაა მოცემული.
სასულიერო სემინარიის კურსდმთავრებული გიორგი ტიგინაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უნივირსიტეტში მიმდინარე პროცესები კულმინაციას უახლოვდება.
„ 23 ის რაოიდენობაა რომელიც უცაბედად შევიკრებეთ. ჩვენს უკან კი უამრავი ადამიანი დგას. გიორგი ზვიადაძის რექტორობის პერიოდში აკადემიაში სასწავლო პროცესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კრიზისი ქვეშ დგას. გაისმა ბრალდებები, რომ ჩვენ მართული ძალა ვიყავით, რომელიც უპირისპირდებოდა პატრიარქსა და საპატრიარქოს. მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს პროცესი მართული არაა. ესაა ჩვენი გულიტკივილი აკადემიაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ არ ვუპირისპირდებით ყველა ლექტორს, სემინარიას ან თუნდაც რელიგიას, ჩვენი მიზანია გიორგი ზვიადაძის და მისი თანმხლები პირების დასჯა, რომლებიც სასათბურე პირობებს უქმნიან ძალადობის გავრცელებას სასულიერო აკადემიაში“- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.
სასულიერო სემინარიის სტუდენტების ბრალდებებს აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.
„ვინც ჩვენს სემინარიაში მოღვაწეობს უაღრესად სამართლიანია. მე გამოვრიცხავ ყველა იმ ბრალდებას, რაზეც სტუდენტები საუბრობენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არსებობს გარკვეული სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ყველას მოუწოდებდნენ არეულობისკენ. წერდნენ მესიჯებს, როგორ აეჭედათ კარი რექტორისთვის და როგორ გამოეწვიათ დაძაბულობა. ასევე მეუფეების სახელს ბოროტად იყენებდნენ და ამ პროტესტს ამით ამართლებდნენ. მე ვაღიარებ, რომ სემინარიაში არის პრობლემები, მაგალითად კონფერენციებს ან საჯარო შეხვედრებს კორიდორებში ვატარებთ და ეს ნამდვილად იწვევს სტუდენტთა უკმაყოფილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ბრალდებები სიცრუეა“- განაცხადა დეკენოზმა ბესარიონ ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა ამ თემასთნ დაკავშირებით საპატრიარქოს სამდივნოსა და სინოდს 2004 და 2012 წელსაც მიმართეს. 2012 წელს კი დოკუმენტს 502 ხელმოწერა ჰქონდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე სტუდენტება ბრძოლა გამჭირვალე პირობებში განაგრძეს და ეს წერილი საჯარო გახადეს.