უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, როდესაც მან სააკაშვილის მარჯვენა ხელის სევერიონ დანგაძესა და კურჩენკოს მარჯვენა ხელის მოლაპარაკებების შესახებ გაიგო, ღამე ვერ დაიძინა.
ТСН-თან ინტერვიუში ლუცენკომ განაცხადა, რომ არ შეიძლება იანუკოვიჩის ბანდის ფულით უკრაინაში პოლიტიკა აკეთო.
“მე არ დავიწყებ ახლა სააკაშვილის მუშაობის შეფასებას – ეს ჩემი საქმე არაა. უბრალოდ ვიტყვი, რომ როდესაც გავიგე, რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე კურჩენკოს მარჯვენა ხელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ ღამეს ვერ დავიძინე. მე ვხვდებოდი, რა მოჰყვებოდა ამას. ეს სისხლიანი ფულია, ვინაიდან კურჩენკო ახლა დონბასში მთელი სიმძლავრით მუშაობს. ჩემი აზრით, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის ან თუნდაც არაპოლიტიკური ადამიანისთვის მასთან თანამშრომლობაზე შეთანხმება უბრალოდ ტაბუ უნდა იყოს”, – განაცხადა ლუცენკომ.