საზოგადოება სამართალი

ადვოკატის თქმით, გარიგებულ მატჩებში მონაწილეები აღიარებას გეგმავენ

საკალათბურთო კლუბ “სოხუმის“ მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ არ მიიჩნევენ, მაგრამ მუხლის გადაკვალიფიცირება სურთ.

“წარდგენილ მტკიცებულელებს სადაოს არ ვხვდით და დავას არ ვაპირებთ. თუმცა, დადგენილებას ბრალდების შესახებ, რომელიც 221-ე მუხლს მოიცავს, აი, ეს ხდება ჩვენგან სადაო. ეს მუხლი კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. სასამართლოში დავასაბუთებთ, რომ ეს კომერციული მოსყიდვა არაა. ჩვენ აპელირებას 203-ე მუხლზე ვაკეთებთ, რაც სპორტული თამაშების დროს გარიგებას ნიშნავს”, – აცხადებს აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა – ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....