ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: “ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა”

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ ხელმძთვანელს თურქეთში პოლიტიკურად დევნიან და ამაში მონაწილეწობას საქართველოს ხელისუფლებაც იღებს. მისი თქმით, ჩაბუქს ექტრადირების შემთხვევაში წამება და არადამიანური მოპყრობა ელის. ადვოკატის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

“ვაპირებთ სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი მოსაზრება, თანდართული მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში დაუშვებლობა და განვუმარტოთ სასამართლოს მრავალრიცხოვან მტკიცებულებებზე დარყრდნობით (მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის, „ჰუმან რაით ვოჩის“, „ემნესთი ინთერნეიშალის“, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე), რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, 7 დღის ვადაში გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და პარალელურად ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებულ იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერებულ იქნას საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს სოსო ბარათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩაბუქის ექსტრადირების საკითხი განიხილება.

რამდენიმე თვის წინ, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.  მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქსა და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

იტვირთბა....