ახალი ამბები მთავარი სამართალი

სკანდალური განცხადების შემდეგ, “ვარკეთილის” მეტროს მუშა პოლიციაში დაიბარეს

„ყვარელრემმშენის“ დაქირავებული მუშა დავით ტაბახმელაშვილი ვარკეთილის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ტაბახმელაშვილმა გუშინ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელსაც მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში ჰქონდა ადგილი. მისივე მტკიცებით, „ვარკეთილის“ მსგავსად რთული ვითარებაა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრშიც, სადაც ჭერი იგივე პრინციპით არის დამონტაჟებული.

სერიოზული ხარვეზების შესახებ რეაბილიტაციაზე მომუშავე პერსონალმა კომპანია გააფრთხილა კიდეც, თუმცა “რემმშენის“ წარმომადგენელი დეფექტების დამალვას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა.

„დამირეკეს ვარკეთილის განყოფილებიდან და დამელაპარაკა გამომძიებელი და მითხრა, რომ უნდოდათ ჩემი დაკითხვა ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით. გამოვცხადდები აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ,“ – განაცხადა დავით ტაბახმელაშვილმა.

„ყვარელრემმშენის“ დაქირავებული მუშა ამტკიცებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავსად, რთული ვითარებაა მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრში”, სადაც იგივე პრინციპით ჭერი ესკალატორის თავზე დაამონტაჟა.

ცნობისთვის, 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

წყარო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....