aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოლიძე: დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ადეიშვილის ნარჩენებისგან გათავისუფლდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის საბჭოს წევრები დღეს უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველ კანდიდატებს გაესაუბრებიან. უვადო მოსამართლეობის თაობაზე განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 51 კანდიდატს აქვს შეტანილი. მათგან 17 კანდიდატი გასაუბრებას დღეს გაივლის.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რათა სასამართლო ადეიშვილის დროინდელი ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს. დოლიძე ამბობს, რომ გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა  იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან.

“დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან, რომ მათ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება და კონტროლი შეინარჩუნონ, მე მათ კლანსაც ვერ ვუწოდებ.
გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან და შესაბამისად, ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი სინდისის წინაშე. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის გაიმართება ბრძოლა მომავალი 3 წლის განმავლობაში“, – აცხადებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

ცნობისთვის, 17 კანდიდატის დღევანდელი სია ასე გამოიყურება: ლილი მსხილაძე, ლია ავალიშვილი, მიხეილ ბებიაშვილი, დიანა ბერეკაშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ლევან გვარამია, გოდერძი გიორგიშვილი, გიორგი გოგინაშვილი, გურამ გოცირიძე, კობა გოცირიძე, შორენა გუნცაძე, ნათია გუჯაბიძე, ნონა ზარქუა, ირინა ზარქუა, დალი აბჟანდაძე, მანუჩარ კაპანაძე და დავით კეკენაძე. უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას 6-დან 8 თებერვლის ჩათვლით გაივლის.

იტვირთბა....