არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტისთვის მიწერილ ღია წერილს სათავო ოფისის დირექტორი თომას კენტი პასუხობს.
წერილში ნათქვამია, რომ “რადიო თავისულფების” მენეჯმენტმა რამდენიმეთვიანი დისკუსიისა და ანალიზის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში წარმომადგენლობა და გავლენა გააფართოოს, რომელიც წერილის მიხედვით, მოიცავს ციფრული პლატფორმის ათვისებას და ამასთანავე ჟურნალისტური შესაძლებლობების განვითარებას.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ “ეხო კავკაზას” ბიურო, როგორც ინტეგრირებული ელემენტი, გააგრძელებს მუშაობას ისევე, როგორც გიორგი გვახარიას გადაცემა.
“ჩვენ დავიწყეთ ახალი გადაცემა “პერსპექტივები” აჭარის ტელევიზიაში და სალომე ასათიანის პროგრამა გაგრძელდება, როდესაც რესურსები იქნება.
ჩვენს სამუშაოს ვცდილობთ მივცეთ მეტი ღირებულება და არ წავიდეთ კომპრომისზე ჟურნალისტურ სტანდარტებთან რომელიც არის ჩვენი რადიოს მთავარი ნიშანი”- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისს კონფლიქტისა და რადიოს ქართული სამსახურის მომავლის შესახებ, ღია და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა და წერილი მისწერა.