ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა ერთი კვირით გადაიდო

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გადაიდო.

დეპუტატებს დღეს ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა ემსჯელათ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ საკითხის ერთი კვირით გადადება მოითხოვა.

ბარკალაიამ განაცხადა, რომ: „ერთი კვირა ნამდვილად ერთი კვირა იქნება და მზად ვართ, საკანონმდებლო ვალდებულებები შევსრულოთ”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხის გადადებაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მათ შეთანხმებული და ერთიანი პოზიცია ვერ წარმოადგინეს.

დღესვე, პარლამენტთან პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდულმა  მოძრაობამ გამაფრთხილებელ აქცია გამართა. პროტესტი შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.

ორგანიზატორთა თქმით, აქციის მიზანია საკანონმდებლო ორგანოს   პროფკავშირების პოზიცია შეახსენონ და მოუწოდონ, რომ რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავს, არაეფექტურია და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისგანაა დაცლილი.

ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის  საკითხი,  არის შრომითი საქმიანობის ის სფერო,  სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს  უსაფრთხოების კანონი უნდა მიეღოთ, თუმცა პირობა დაირღვა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მთავრობა დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....