ონლაინ-გაზეთმა „მეტრონომმა“ მორიგი კვლევა ჩაატარა. ამჯერად, ონლაინ-რეჟიმში, ჩვენი გაზეთის მკითხველმა პასუხი გასცა შეკითხვას – საქართველოში ღვინის მწარმოებელი რომელი კომპანიის პროდუქციაა თქვენთვის მისაღები? ონლაინ-გამოკითხვაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, „მეტრონომის“ მარკეტინგის სამსახურმა ქუჩის გამოკვლევა ჩაატარა, სადაც სპეციალურ ანკეტებზე მოსახლეობას პასუხი იგივე კითხვაზე უნდა გაეცა.
შეგედების დაჯამების შემდეგ გამოვლინდა საუკეთესო ათეული თუ ღვინის მწარმოებელი რომელი კომპანიის პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას გამოკითხვაში მონაწილე პერსონები.
ყოველი გამოკითხული მოქალაქე სპეციალურ ანკეტაში ნიშნავდა იმ კომპანიას, რომელიც მისთვის მისაღები იყო. საბოლოოდ, შედგა TOP 10 (იხილეთ ცხრილი).
შატო მუხრანი (16%, 17,998 ხმა)
თელავის ღვინის მარანი (16%, 17,992 ხმა)
მილდიანი (14%, 15,835 ხმა)
ბადაგონი (10%, 11,525 ხმა)
კახური ტრადიციული მეღვინეობა (7%, 7,987 ხმა)
დუგლაძეების ღვინის კომპანია (7%, 7,972 ხმა)
ზურაბ წერეთლის ღვინის კომპანია (6%, 6,536 ხმა)
თბილღვინო (6%, 6,278 ხმა)
ბაგრატიონი (6%, 6,183 ხმა)
მათრობელა ვაინზ (6%, 6,162 ხმა)
გამოკითხულია: 111,099
პროექტის ფარგლებში, „მეტრონომი“ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებმაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს, სპეციალურ სერთიფიკატებს და სტიკერებს გადასცემს.
მოკლე ინფორმაცია კვლევის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანიების შესახებ:
1 – „შატო მუხრანი“: პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა – ივანე მუხრან ბატონმა .
„შატო მუხრანი“ ეფუძნება 4 ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია. 1512 წლიდან მუხრანის მამულებს სათავეში ბაგრატიონთა დინასტია ჩაუდგა. მუხრანის ღვინის წარმოებაც სწორედ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან ივანე მუხრანბატონთან არის დაკავშირებული, რომელმაც ჯერ კიდევ 1876 წელს სფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია და საქართველოში მისი დანერგვა დაიწყო.
2007 წელს “შატო მუხრანი” იწყებს საკუთარი თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას. აი რატომ და როდის შეუერთდა კომპანიას მთავარი მეღვინე ლადო უზუნაშვილი. იმავე 2007 წელს „შატო მუხრანის“ ღვინის დაყენება მხოლოდ მის ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება. სარდაფები ვენახებთან ახლოსაა გაშენებული და დანიშნულების ადგილამდე ყურძნის მისატანად მაქსიმუმ 15 წუთია საჭირო.
2 – „თელავის ღვინის მარანი“: კახეთში სიდიდითა და მნიშვნელობით პირველ ქალაქში თელავში შეიქმნა. 1915 წელს სწორედ ამ ქალაქის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარსდა “თელავის ღვინის მარანი”. თითქმის უკვე საუკუნეა, რაც მარანში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. კომპანია კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, ფეხს უწყობს თანამედროვეობას და, ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით, ქმნიან ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე დახვეწილი გემოვნების მომხმარებელს. “თელავის ღვინის მარანის” ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და მისწრაფება, რომ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების საუკეთესოდ წარმოჩენა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ “თელავის ღვინის მარანი” განსაკუთრებული სიმპათიებით სარგებლობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც დადასტურდა კიდეც ჩვენი ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში.
3 – „მილდიანი“: 1991 წელს ძმებმა მილდიანებმა, იგივე “მილდიანი ჯგუფი”-მა თავიანთი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად აირჩიეს მეღვინეობა. საწყის ეტაპზე ხდებოდა არსებული ღვინის ქარხნებიდან მზა პროდუქციის შესყიდვა და მისი ექსპორტი რუსეთში.
პირველი დაგროვილი კაპიტალით მალევე მოხდა საკუთარი ღვინის ჩამოსასხმელი საწარმოს შექმნა მცხეთაში, რამაც შესაძლებელი გახადა ღვინის ხარისხის სრული კონტროლი. საწარმო სიმძლავრეების გაზრდის მიზნით პარტნიორებმა 2003-2004 წლებში ააშენეს ახალი თანამედროვე ღვინის მარანი გუურჯაანის რეგიონში. პარარელურად ხდებოდა ვენახების გაშენება და შეძენა მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში და რეგიონებში.ამჟამად მათ მფლობელობაში არსებული ვენახების საერთო ფართობი შეადგენს 100 ჰექტარს.
4 – “ბადაგონი”: კომპანია 2006 წელს დაარსდა. ქარხანა მდებარეობს მევენახეობის ძირითად რეგიონში, კერძოდ, კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში. წლებია უკვე კომპანია წარმატებით ოპერირებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მეღვინეებთან და ლაბორატორიებთან.
დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. “ბადაგონი” დაჯილდოვებულია საპატიო დიპლომებით და მედლებით სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებზე.
5 – „კახური ტრადიციული მეღვინეობა“: კომპანიის ისტორია უკავშირდება XIX საუკუნუს 80-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში მცხოვრებ, მეღვინეს ანთიმოზ ჩხაიძეს, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარანი დააარსა, სადაც უნიკალურ ღვინოს “ჩხავერ”-ს ამზადებდა. მან ამ ღვინით სახელი გაითქვა არა მარტო საქართველოში არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც. უძველესი ქვევრი, რომელიც მარნის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი 1880 წელით თარიღდება.
ძირძველ საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით 2001 წელს დაარსდა კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, რომელიც 8 000-წლოვანი ტრადიციების გამგრძელებელია. მისი ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება.
6 – „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“: საწარმოს შექმნაში დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელიც გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით. მან დიდი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში, მისი მიზანი იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. დიმიტრი დუგლაძემ მოახერხა შეექმნა მყარი საფუძველი ხარისხიანი ქართული ალკოჰოლური სასმელების წამოებისათვის. მამის მიერ დაწყებული ბიზნესი ღირსეულად განაგრძეს მისმა შვილებმა, ძმებმა დუგლაძეებმა, რომლებსაც ქართული მეღვინეობის ტრადიციების, თამამი ექსპერიმენტებისა და დიმიტრი დუგლაძის მიერ დაწყებული საქმის ერთგულებამ „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება შეაძლებინა.
7 – „ზურაბ წერეთლის ღვინის კომპანიის“: დაარსება და მისი სახელი უკავშირდება მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მხატვარს, მოქანდაკეს და არქიტექტორს, ზურაბ წერეთელს. მისთვის ამ მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებაში გადამწყვეტი როლი, სწორედ ქართული ღვინის უძველესი ხანის ისტორიამ, ტრადიციამ და კულტურამ ითამაშა.
8 – „თბილღვინო“: საწარმოს ისტორია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1962 წელს, სწორედ მაშინ, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა. მრავალწლიანი ისტორიისა და დიდი მასშტაბების მიუხედავად (60-80-იან წლებში საბჭოთა და მსოფლიო ბაზარზე გასული ქართული ღვინის 10 ბოთლიდან 9 აქ იწარმოებოდა), ქარხანა მაინც საბჭოთა მეღვინეობის ნაწილად რჩებოდა პოსტსაბჭოთა წლებშიც კი, სანამ 1999 წელს ყველაფერი არ შეიცვალა და არ შეიქმნა ახალი ფილოსოფია, რომელიც დღესაც იხვეწება და ზუსტდება.
9 – ბაგრატიონი: ბაგრატიონი 1882 საქართველოში ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა. კომპანიის წილი ადგილობრივ ბაზარზე 80%-ს შეადგენს. ბაგრატიონი 1882 გამორჩეული ისტორიის მქონე კომპანიაა, იგი უკავშირდება ივანე ბაგრატიონ-მუხრანელს, პირველ ქართველს რომელმაც დაიწყო ცქრიალა ღვინოების წარმოება კლასიკური, ბოთლში მეორადი ფერმენტაციის მეთოდის გამოყენებით და 1882 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია. დღეს კომპანიის მიერ გაწეული ინვესტიციები წარმოებასა და ტექნოლოგიებში საშუალებას აძლევს ბაგრატიონი 1882-ს აწარმოოს ცქრიალა ღვინოები როგორც ტრადიციული მეთოდით, რომელიც თავდაპირველად იყო გამოყენებული შამპანურის წარმოებაში.
10 – “მათრობელა ვაინზი”: მდებარეობს კისისხევში, კახეთში, თელავის რაიონის ულამაზეს სოფელში. კომპანიის საქმიანობის არსი და დანიშნულება დაარსებისთანავე მკაფიოდ იქნა გააზრებული და გაცხადებული: ესაა მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება მცირე სიმძლავრის წარმადობის პირობებში.
თანამედროვე ტექნოლოგიებს, წინანდლის ზონაში არსებული თანამედროვე მეთოდებით მოვლილ საკუთარ ვენახებს დამატებული უმაღლესი კვალიფიკაციის მეღვინეები და პერსონალი – ყველაფერი ეს ახდენს სწორედ იმ საოცრებას, რასაც გამორჩეული ხარისხის ქართული ღვინო ჰქვია.
ამჟამად, “მათრობელა ვაინზი” გთავაზობთ ორდინარულ, ასევე პრემიუმ კლასის ღვინოების მრავალფეროვან არჩევანს ხელმისაწვდომ ფასებად როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის და აგრეთვე განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის. “მათრობელა ვაინზი” 2015 წელს დაარსდა.
ცნობისთვის, პარალელურად, „მეტრონომმა“ ასევე ამ პროექტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაციაც ჩაატარა, რომელიც მოიცავდა წითელი, თეთრი და შუშხუნა ღვინოების შეფასება-შემოწმებას. წინასაახალწლოდ, 2017 წლის 16 დეკემბერს „ორანჟერეაში“ სპეციალიურად იყვნენ მოწვეულები გამოცდილი სომელიეები. მათ ღვინისა და ცქრიალა ღვინოების 10 კომპანიის პროდუქცია შეამოწმეს.
დეგუსტაციის პროცესი “ორანჟერეაში”
დეგუსტაციაში 5-მა სომელიემ მიიღო მონაწილეობა (ირმა ჭანტურია, ჯაბა ძიმისტარაშვილი, ნიკა დევიძე, თეონა თოხაძე და თამაზ თამაზაშვილი). ობიექტური შედეგების მისაღებად, სხვადასხვა სახის სასმელი წინასწარ შეიფუთა. სომელიეებმა არ იცოდნენ, რომელი სახის ღვინოს და რომელი კომპანიის სასმელს აგემოვნებდნენ. თითოეული პროდუქტი შეფასდა ქულებით, საბოლოოდ მოხდა ქულების დაჯამება და გამოვლინდა საუკეთესო. დეგუსტაციას ესწრებოდა მოწვეული სპეციალისტი ანი კვიწინაძე, რომელიც მონიტორინგს უწევდა პროცესს.
უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ასეთ საკმაოდ მრავალაუდიტორიან ღონისძიებაში “მეტრონომთან” თანამშრომლობაზე უარი თქვეს ისეთმა კომპანიებმა როგორებიცაა: “ბაგრატიონი”, “ბადაგონი”, “მათრობელა ვაინზი” და “მეღვინეობა ხარება”. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მოინდომეს დეგუსტაციაზე თავიანთი პროდუქციის წარმოდგენა, “მეტრონომმა” მათი პროდუქცია მაინც გაიტანა დეგუსტაციაზე, რადგან ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება გაიგოს თუ როგორი ხარისხის პროდუქცია დევს დახლებზე.