საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებთ, სამინისტრო ჩადებას არ აპირებს, რადგანაც ჩადება მათი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფაა,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შსს-ს კამპანიაზე „არაჩადებას“ კომენტირებისას.
„შსს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ – არა ჩადებას. ამ მესიჯით ჩვენ პირველ რიგში ვამბობთ იმას, რომ ჩადებას არ ვაპირებთ. ეს ერთი, მეორე – ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფაა. შესაბამისად, ეს ის მეთოდები არ არის, რომელსაც სამინისტრო აპირებს და ამ კამპანიასთან შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ რეფორმების ამბიციური გეგმა გვაქვს. ის რეფორმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაანონსა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ. მხოლოდ და მხოლოდ წინ”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.