ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ხუხაშვილი: „საზმაუში ჩვენმა დაქირავებულმა ხალხმა ცოტა ქცევას უნდა მიხედოს“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გიორგი იაკობაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასაცილოა, როდესაც გარდაცვლილი ტელევიზიის წარმომადგენელი აქეთ შეტევაზე გადადის.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი გადასახადებიდან შექმნილი ტელევიზიაა და ხალხის მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა ცოტა თავი უნდა მოიწესრიგონ და ქცევას უნდა მიხედონ. პრემიერი პარლამენტში როდესაც იგინება, ამით პარლამენტში მან ყველას ინდულგენცია გამოუწერა – მოსულა და რაც გინდათ ის ქენითო. ეს არის ზოგადი ტონი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ვინმეზე იმის თქმა, რომ ვიღაცა რაღაც ინტერესის გამო რამეს აკეთებს, ეს არასერიოზულია. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ათეული წელია კომაშია და კიდევ უფრო მძიმე ფაზაში გადადის, თან იმის ამბიცია აქვს, რომ გარდაცვლილმა ტელევიზიამ უფრო მეტი მოხვეტოს და აქეთ შეტევაზე რომ გადადის, ამის კომენტირებაც კი შეუძლებელია“, – აცხადებს ხუხაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ლანძღავს და მესამე სექტორს მეხუთე კოლონას უწოდებს.

იტვირთბა....