ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ უკვე ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში და ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს.
“გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე გადაიდგა ნაბიჯები. კერძოდ, გაღრმავდა მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა; გაძლიერდა პატრულირება სკოლის პერიმეტრზე; ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი; გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში.
ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს და საბოლოოდ, ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი; ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის; სარეკომენდაციო ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება, რაც ხელს შეუწყობს ძალადობისა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.