ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იაგო ხვიჩია: “მოქმედი ექიმების უმრავლესობა არის სამარცხვინო ადამიანთა ერთობლიობა”

“ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის”-ის წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალის ცემასა და ალადაშვილის ექიმების ჰომოფობიურ ქცევას ეხმაურება.

ხვიჩიას განცხადებით, ექიმების კონსტიტუციური უმრავლესობა სამარცხვინო და ამორალურ ადამიანთა ერთობლიობაა.

“ქართველი მოქმედი ექიმების კონსტიტუციური უმრავლესობა, არის არა მხოლოდ ოროსანი და უცოდინარი, არამედ სამარცხვინო და ამორალურ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთა გარყვნა სისტემამ დაიწყო, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩაბარების მომენტიდან (იქ ითხოვდა ქრთამს და კორმპირებულ ნაცნობს) და დაასრულა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, სადაც ისინი დიაგნოზის გამყალბებელ, კრიმინალებად აქცია”.

,,გაბრიელა ჰყვება, რომ სასწრაფომ ალადაშვილის კლინიკაში მიიყვანა, სადაც თავისი ორი მეგობარიც მივიდა, მათ შორის მირანდა. როგორც ამბობს, ექიმების დამცინავი და ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო, უარი თქვა იქ მკურნალობაზე და სასწრაფო დახმარება ისევ გამოიძახა, რომ სხვაგან გადაეყვანათ”, – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალის გაბრიელას განცხადებით, მას გმირთა მოედანზე თავს დაესხნენ.

დაზარალებულის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მას და მის მეგობარს, მირანდა ფაღავას კიდევ სხვა პირი ფიზიკურად გაუსწორდათ.

“გმირთა მოედანზე ვიყავი, როდესაც ერთი პირი დამესხა თავს, მცემა, გამოვიძახე სასწრაფო დამხმარება და საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა. ეს პირი წაიყვანეს საპატრულოში.”

გაბრიელა ჰყვება, რომ ალადაშვილის კლინიკაში ექიმების დამცინავი და ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო, უარი თქვა იქ მკურნალობაზე.

“იქ არ აღმომიჩინეს შესაბამისი დახმარება და გადავწყვიტეთ სხვა კლინიკაში გადავსულიყავით. ტექნიკურად გვითხრეს უარი, მარტო გადასხმა დამიდგეს. გამოვედით ეზოში. მე ეტლში ვიჯექი. ჩემი მეგობარი მირანდა ანკეტას ავსებდა შიგნით, სადაც ხსნიდა, თუ რატომ ვამბობდით უარს იქ მკურნალობაზე. ამ დროს გამოვიდა 2 ბიჭი საავადმყოფოდან, დაიწყეს ფურთხება, გინება და უცებ დაარტყეს სასწრაფოს წიხლი, გადმომაგდეს ეტლიდან და მირტყამდნენ. სასწრაფოს თანამშრომელი გადამეფარა და მერე სასწრაფოს ექიმსაც დაარტეს. ჩემი მეგობრები გამოვიდნენ ჩემს დასახმარებლად და ამ დროს მათაც გაუსწორდნენ. სასწრაფომ ჩამსვა და გადამიყვანა ორთაჭალაში, “ნიუ ჰოსპიტალში” იქ მთელი ღამით დავრჩით, ახლა უკვე გამოგვწერეს და სახლში ვართ”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....