ტრანსგენდერი ქალის გაბრიელას განცხადებით, გუშინ საღამოს გმირთა მოედანზე თავს დაესხნენ. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
დაზარალებულის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მას და მის მეგობარს მირანდა ფაღავას კიდევ სხვა პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
“გმირთა მოედანზე ვიყავი, როდესაც ერთი პირი დამესხა თავს, მცემა, გამოვიძახე სასწრაფო დამხმარება და საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა. ეს პირი წაიყვანეს საპატრულოში.”
გაბრიელა ჰყვება, რომ ალადაშვილის კლინიკაში ექიმების დამცინავი და ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო, უარი თქვა იქ მკურნალობაზე.
“იქ არ აღმომიჩინეს შესაბამისი დახმარება და გადავწყვიტეთ სხვა კლინიკაში გადავსულიყავით. ტექნიკურად გვითხრეს უარი, მარტო გადასხმა დამიდგეს. გამოვედით ეზოში. მე ეტლში ვიჯექი. ჩემი მეგობარი მირანდა ანკეტას ავსებდა შიგნით, სადაც ხსნიდა, თუ რატომ ვამბობდით უარს იქ მკურნალობაზე. ამ დროს გამოვიდა 2 ბიჭი საავადმყოფოდან, დაიწყეს ფურთხება, გინება და უცებ დაარტყეს სასწრაფოს წიხლი, გადმომაგდეს ეტლიდან და მირტყამდნენ. სასწრაფოს თანამშრომელი გადამეფარა და მერე სასწრაფოს ექიმსაც დაარტეს. ჩემი მეგობრები გამოვიდნენ ჩემს დასახმარებლად და ამ დროს მათაც გაუსწორდნენ. სასწრაფომ ჩამსვა და გადამიყვანა ორთაჭალაში, “ნიუ ჰოსპიტალში” იქ მთელი ღამით დავრჩით, ახლა უკვე გამოგვწერეს და სახლში ვართ”.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

