ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა. მიზეზად თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობა სახელდება.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო 3-ჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 35 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.

ასევე სააგენტოს ცნობით, აეროპორტში მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიულად დაშვების გამო არცერთი მგზავრი არ დაზარალებულა.

იტვირთბა....