სამხრეთ კალიფორნიაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სატვირთო მატარებელს დაეჯახა. ამის შესახებ dailystar-ი წერს.
სამგზავრო მატარებელში რვა ეკიპაჟის წევრი და 139 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მომხდარ საშინელ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა.
ადგილზე სამაშველო და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.