დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღეს 15-20 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
სინოპტიკოსები ტემპერატურის დათბობას ელიან. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში დღეს 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
დღის ბოლოს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.