თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი“ ომერ იეტეკი დააკავეს.
იეტეკი ISIS-ის კონტროლირებად მედიაში დაჯგუფების შესახებ ინფორმაციის გაშუქებაზე იყო პასუხისმგებელი.
დაკავებული თურქეთში რამდენიმე ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი.