მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 5 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.
შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია კვირიკაშვილის შეხვედრა ევროკომისართან, სესილია მალმსტრომთან. ასევე ორმრივი შეხვედრა გაიმართება მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.